ოტო მოტორსი

ყველაფერი ერთ სივრცეში

ჩვენს შესახებ

რატომ უნდა აგვირჩიო?

ოტო მოტორსი მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული კომპანიაა, რომელიც ცდილობს მაქსიმალურად კომფორტული სერვისების შეთავაზებას. ჩვენ გვყავს ათასობით კმაყოფილი მომხმარებელი, რომლებმაც საკუთარი ავტომობილი გვანდეს.

სავალი სერვისები

სავალი სერვისების მიმართულება დაკომპელქტებულია მაღალკვალიფიციური ოსტატებით და ყველა საჭირო ინვენტარით

სამღებრო

ჩვენთან რეკორდული რაოდენობის - სხვადასხვა ავტომობილის 30 ათასი დეტალია შეღებილი.

ელექტროობა

ჩვენი მაღალკვალიფიციური ელექტრიკოსები ნებისმიერი სირთულის პრობლემას მოაგვარებენ

ოტო მოტორსის აღდგენით ცენტრი

ოტო მოტორსის აღდგენითი ცენტრი ერთ–ერთი მოწინავე მიმართულებაა ამიერკავკასიის მასშტაბით. ჩვენს სერვისში, ყოველდღიურად ავტომობილის ასობით დეტალი იღებება ქართხნული სტანდარტების სრული დაცვით. ჩვენი გუნდი უპირატესობას დროულ და ხარისხიან მომსახურებას ანიჭებს, რისი დასტურიც უამრავი ლოიალური მომხმარებელია. ჩვენთან თქვენი ავტომობილისთვის ნებისმიერი სირთულის სამუშაოს შესრულებას შეძლებთ.

სამღებრო სამუშაოები

ქარხნული სტანდარტებით შეღებილი დეტალები!

სათუნუქე და სარობოტე სამუშაოები

ქარხნული სტანდარტების დაცვით აღდგენილი დეტალები!

პოლირება

უმაღლესი ხარისხის ლაქით დამუშავებული ზედაპირი!

შეღებილი დეტალი

შეკეთებული ავტომობილი

დასაქმებული ადამიანი

პროდუქტის სახეობა

სერვისები

ჩვენს მულტიპროფილურ სერვისცენტრში შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ თითქმის ყველა საავტომობილო სერვისით. ყველა სერვისს მეთვალყურეობს ჩვენი პროფესიონალი მენეჯერი, რომელიც დაგეხმარებათ ნებისმიერი საკითხის გადაჭრაში.

დაჯავშნე ვიზიტი

მიაწვდინე ხმა სერვის მენეჯერს მარტივად. დაჯავშნე ვიზიტი სახლიდან გაუსვლელად. ჩვენი მენეჯერები დეტალების შესათანხმებლად თავად დაგიკავშირდებიან

მიმართულებები

სავალის სერვისები

მიმართულება მოიცავს სავალის სერვისების სრულ პაკეტს. ჩვენს სერვის ცენტრში მომხმარებელს ნებისმიერი დაზიანების მქონე ავტომობილის შეკეთების შესაძლებლობა აქვს. ჩვენი პრიორიტეტი დროული და ხარისხიანი მომსახურებაა.

სამღებრო–სათუნუქე

სამღებრო–სათუნუქე სერვისების მიმართულება ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ჩვენს სერვის ცენტრში, რადგან ყოველდღიურად ათასობით საავტომობილო დეტალს ვღებავთ. ჩვენთან მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერი დაზიანების მქონე ავტომობილის აღდგენა.

ელექტროობა

ჩვენს სერვის ცენტრში მომხმარებელი შეძლებს ნებისმიერი ელექტრონული გაუმართაობის დადგენას და შეკეთებას. ელექტრო დიაგნოსტიკური სამუშაოები ტარდება უახლესი სადიაგნოსტიკო აპარატებით, პროფესიონალი კადრების მიერ.

დიზელის სერვისები

ოტო მოტორსს გააჩნია ერთ–ერთი უახლესი აპარატურა დიზელის სერვისების მიმართულებით, რომელიც დიზელის ძრავიანი ავტომობილების დიაგნოსტირების და შეკეთების საშუალებას იძლევა .

ზეთის შეცვლა

ოტო მოტორსი მრავალი წელია თავად ახორციელებს ხარისხიანი საცხებ–საპოხი მასალების საქართველოში შემოტანას. ჩვენთან თქვენ შეხვდებით პრემიუმ კლასის Wolver-ის და Japan Oil-ის ზეთებს.

ვაკანსიები

კომპანია მუდმივად ეძებს პროფესიონალ კადრებს. თუ დაინტერესებული ხარ ქვემოთ ჩამოთვლილი ვაკანსიებით, სიამოვნებით განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას. გთხოვთ თქვენი სივი გადმოგვიგზავნეთ მეილზე: vacancy@otoservice.ge

ავტონაწილების კონსულტანტი

აუცილებელი მოთხოვნები:

აუცილებელია კატალოგებთან მუშაობის გამოცდილება, საძიებო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება და უცხო ენების ფლობა.

სერვისის მენეჯერი

აუცილებელი მოთხოვნები

მენეჯერს უნდა შეეძლოს დღის დაგეგმვა და დროის ეფექტურად მართვა. უნდა იცოდეს ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლები.

მღებავი

აუცილებელი მოთხოვნები

მღებავმა საკუთარი სამუშაოს შესრულება უნდა შეძლოს მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად.

დაშლა–აწყობის სპეციალისტი

აუცილებელი მოთხოვნები

უნდა ჰქონდეს მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. უნდა შეეძლოს სწრაფად და ხარისხიანად მუშაობა.

საკონტაქტო ინფორმაცია