Open Chat
1
_
Hello! Thanks for visiting my site. Please press Start button to Contact with Admin :)

Start

OTOMOTORS.GE - მიიღე მაქსიმალური კომფორტი - ჩვენ შესახებ

კომპანია

   კომპანია ,,ოტო მოტორსი" 2009 წელს დაარსდა და მისი ძირითადი საქმიანობა საქონლის იმპორტი და რეალიზაცია იყო, თუმცა მას შემდეგ განვითარების არა ერთი ეტაპი გაიარა და უკვე 2015 წელს სერვისის მიმართულებით დაიწყო მუშაობა. გაიხსნა ავტომობილების მომსახურების სერვის ცენტრი, რომელიც მოიცავს სავალი ნაწილისა და ნებისმიერი ტიპის ძრავის შეკეთებას. 2016 წელს დაარსდა ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი აღდგენის ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს ავტომობილის ვიზუალურ აღდგენას ქარხნული სტანდარტებით. 2018 წელს ოტო მოტორსმა ერთგულ მომხარებლებს შესთავაზა დიზელის ცენტრი, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არსებობს. ჩვენს ცენტრში უახლესი ტექნიკის საშუალებით შესაძლებელია მსუბუქი ავტომობილების დიზელის საწვავის სისტემების დიაგნოსტიკა და შეკეთება, სატვირთო ავტომობილების და სპეცტექნიკის საწვავის აპარატურის შეკეთება. 

   უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სერვის ცენტრი უზრუნველყოფს მომხმარებლის ეფექტურ მომსახურებას, ხოლო მუდმივად განახლებადი მაღაზია - პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს.

   ოტო მოტორსის მიზანია, როგორც განვითარება და სრულყოფა, ისე გამორჩეული ადგილის დამკვიდრება კონკურენტებს შორის, ასევე - საქართველოს საავტომობილო ბაზრის წილის მაქსიმალური ათვისება.
 
   შპს ოტო მოტორსი არის მრავალფუნქციური ჰოლდინგური კომპანია, წლიური ბრუნვა 2016-2017 წ. შეადგინა 10-12 მილიონი. 2018 წელს არის 100-ზე მეტი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი. კომპანიაში დასაქმებულია 120-ზე მეტი თანამშრომელი. 

   ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ საუკეთესო ხარისხის გერმანული, იაპონური, უკრაინული, თურქული და რუსული წარმოების საავტომობილო ზეთებს, საპოხ მასალებს, აკუმულატორებს, ანტიფრიზებს, ფილტრებსა და აქსესუარებს, მეორად და ახალ ავტონაწილებს ნებისმიერი მარკის ავტომობილისთვის. 

 

ყველაფერი თქვენი ავტომობილისთვის!

▶ საუკეთესო ხარისხის აკუმულატორები, ზეთები, ანტიფრიზი, საპოხი მასალები, საბურავები.

▶ მეორადი და ახალი ავტო ნაწილები ➡  ნებისმიერი მარკის ავტომობილისთვის.

▶ სავალი ნაწილის შეკეთება

▶ ძრავის შეკეთება (ბენზინი, დიზელი, ჰიბრიდი)

▶ მსუბუქი ავტომობილების დიზელის საწვავის სისტემების დიაგნოსტიკა და შეკეთება

▶ სატვირთო ავტომობილების და სპეცტექნიკის საწვავის აპარატურის შეკეთება

▶ ელექტროობა

▶ რეცხვა

▶ დაშლა-აწყობა

▶ სათუნუქე სამუშაოები

▶ პლასტმასის სამუშაოები

▶ სამღებრო სამუშაოები

▶ პოლირება

 

,,მიიღე მაქსიმალური კომფორტი!"